Робота для біженців з України
საბუღალტრო აღრიცხვის და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბუღალტრო აღრიცხვის და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"VIP INTELLECT GROUP"-ი გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის და პრაქტიკული ბუღალტერიის სრულ კურსს!

ვიწყებთ მარტის ჯგუფს!

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, დამწყები ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის, ვისაც სურს მომავალში ბუღალტრად მუშაობის დაწყება.

ლექციებს უძღვება: ინგა შალიბაშვილი: სპეციალური მოწვევით - ფინანსური დირექტორი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მთავარი ბუღალტერი, ტრენერად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით.

კურსი მოიცავს 3 მოდულს:

1. საბუღალტრო აღრიცხვა - დამწყებთათვის
2, კომპიუტერული ბუღალტერია - ორისი ან ბალანსი - არჩევით
3. პრაქტიკული ბუღალტერია პროგრამასთან ერთად

კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანსური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანსურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოდ.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერტიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები.

მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.

კომპიუტერული ბუღალტერია: ორისი ან ბალანსი - ჯგუფის არჩევით

პრაქტიკული კურსი ბუღალტრებისთვის

"VIP Intellect Group"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები პრაქტიკულ კურსს გაივლიან გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.
ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომაც კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!

სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:

1. მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებას
2. კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება - რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
3. http://www.rs.ge-სთან მუშაობა
4. ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
5. სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი.

სამივე მოდული გრძელდება - 4 თვე
თვეში ჩატარდება - 8 ლექცია
კვირაში ჩატარდება - 2 ლექცია

კურსის ღირებულება თვეში ჯგუფში 4 კაციდან: 250 ლარი
ხოლო მე-4 თვე 300 ლარი

კურსის ღირებულება თვეში 3 კაციან ჯგუფში: 350 ლარი
ხოლო მე-4 თვე 400 ლარი

კურსის ღირებულება თვეში წყვილში: 450 ლარი
ხოლო მე-4 თვე 500 ლარი

გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან ისეთი დონის ბუღალტრები, რომელთაც აქვთ დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ყველანაირ ორგანიზაციაში!

დამწყები ბუღალტრებისთვის გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, აგიწყობთ საბუღალტრო აღრიცხვიანობას პროგრამაში, დაგილაგებთ საბუღალტრო დოკუმენტაციას და მოგიწესრიგებთ პრობლემებს.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: http://vipintellect.ge/ge

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

ტელ: 551196110; 593618212;
ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე