დასახელება:
არქიტექტორი, არქიტექტურული მომსახურების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
არქ ლინკ
|
გამოქვეყნდა: 02 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
არქიტექტურული კომპანია - შპს "არქ ლინკ" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორისა და არქიტექტურული მომსახურების კოორდინატორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამშრომლობაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას;
** საოფისე კვებას/ლანჩს.
არქიტექტორი
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და მოტივაციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. პოზიცია მოიცავს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის არქიტექტურულ პროექტში, საქმიანობას დარგის პროფესიონალებთან ერთად და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული კონცეფციისა და ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
** არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნა;
** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** არქიტექტურული პროექტის მუშა ნახაზებისა და სრული დოკუმენტაციის შედგენა;
** კონცეფციის განვითარება და საპროექტო წინადადებების დეტალიზაცია;
** სანებართვო/ავტორიზაციის დოკუმენტაციის მომზადება (მუნიციპალიტეტში წარსადგენად);
** პროექტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი საკითხების განხილვა და პრობლემების გადაწყვეტა;
** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების (41-ე დადგენილება და სხვა) გათვალისწინებით ნახაზების მომზადება;
** არქიტექტურული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთთან გადასაცემად;
** მომიჯნავე დარგებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობის გამოცდილება;
** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** სპეციფიკაციების შედგენა და საპროექტო მოცულობების ამოთვლა;
** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე;
** მრავალბინიან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მშენებლობის ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
** ArchiCAD და AutoCAD პროგრამებთან მუშაობის მაღალი უნარი;
** Revit და SketchUp-ის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება);
** სასურველია Rhino, 3D Max, Photoshop, Lumion ან სხვა ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა;
** Microsoft Office (Word, Excel, Outlook) და PDF რედაქტორების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** გუნდურ მუშაობასა და დროის ეფექტიან მართვაზე ორიენტირება.
არქიტექტურული მომსახურების კოორდინატორი
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს პრაქტიკული შეხება არქიტექტურასთან და შეუძლია ეფექტურად წარმართოს კომპანიის კომუნიკაცია მომხმარებლებთან, მართოს ყოველდღიური პროცესები და მხარი დაუჭიროს როგორც მომხმარებელს, ასევე, პროექტების ჯგუფს.
ძირითადი მოვალეობები:
** Facebook გვერდის და ვებსაიტის ადმინისტრირება (ინფორმაციის განახლება, შეტყობინებებზე პასუხი, ინფორმაციის სწორად მიწოდება);მომხმარებელთა კონსულტირება არქიტექტურულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია კომპანიასთან მომართვებზე (ელფოსტა, სოციალური ქსელები, სატელეფონო ზარები);
** საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის გადამისამართება შესაბამის არქიტექტორთან;
** არქიტექტორთან კოორდინაცია შიდა პროცესებში;
** ფეისბუქ პოსტების შინაარსობრივი მომზადება და განთავსება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** არქიტექტურულ თემატიკაზე მომხმარებლებისთვის მარტივი და ზუსტი კონსულტაციის გაწევა;
** ხშირად დასმული კითხვების (FAQ) ბაზის განახლება და მოწესრიგება;
** საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და სერვისები შეესაბამებოდეს როგორც მიმდინარე საჭიროებებს, ასევე მომხმარებლის ინტერესს;
** მომსახურების შეკვეთების აღრიცხვა, გადამისამართება და მონიტორინგი;
** მარტივი ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების მართვა.
** ყოველდღიური მონიტორინგი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არქიტექტურის, ურბანისტიკის, მშენებლობის ან დაკავშირებული დარგის ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ან პროფესიული განათლება;
** არქიტექტურულ კომპანიაში, მერიაში ან პროექტირების სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** გამართული წერისა და კომუნიკაციის უნარი (ქართული ენა - აუცილებელი, ინგლისური ენა - აუცილებელი);
** მომხმარებელთან კომუნიკაციის და სწრაფი რეაგირების გამოცდილება
** Facebook გვერდის საბაზისო მართვის უნარები (სასურველია Canva-ს ან მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნაც);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
პიროვნული უნარები ორივე პოზიციაზე:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
** კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი
სამუშაო პირობები ორივე პოზიციაზე:
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 ან 10:0-19:00;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა #106/ბოხუას ქუჩა #4.
დაინტერესების შემთხვევაში,
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო (არქიტექტორის პოზიციაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: arclinklawyer@gmail.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 მაისი.
დამატებითი ინფორმაცია:
** მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის;
** შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევის პროცესის და შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, არაუმეტეს 1 წლის ვადით.
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|