Робота для біженців з України
კონტაქტ ცენტრის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმში.

ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტის სიღრმისეულად ცოდნა;
** შემომავალ ზარებზე პასუხი და კლიენტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება (ტელეფონით, ელფოსტითა და სოციალური ქსელებით);
** მოთხოვნების რეგისტრაცია და მართვა CRM სისტემაში;
** საკითხების შესრულების მონიტორინგი და კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაცია;
** რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** მრავალფეროვან ადამიანებთან კომუნიკაციის, ინტერპერსონალური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და აქტიურ გარემოში მუშაობის სურვილი;
** ორგანიზებულობისა და ანალიტიკის უნარი;
** გუნდურობის სურვილი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების გამართულად (Fluently) ფლობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ან ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, საბონუსე სისტემას.

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2025 წლის 02 ივნისის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში Contact center operator-ის დასახელებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება;
** შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე