Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

კომპანია "ჩემი ოფისი", რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს სპეციალისტების შერჩევას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მსოფლიოში წამყვანი ყავის მარცვლებისა და ყავის აპარატების მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ Bristot, Astoria, Gagia. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://coffeeera.ge/

შერჩეულ კანდიდატს კომპანია აძლევს საშუალებას გაიაროს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. ადგილზე დაეუფლოს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, დაესწროს ტრენინგებს, როგორც პროდუქციის ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა და განახლება;
** კონტროლი მიმდინარე შეკვეთებზე;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** სხვადასხვა პროგრამების შესწავლა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურება;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** კორპორატიული, კულტურული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** კონკურენტული ანაზღაურება
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-17:00

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე