Робота для біженців з України
სუბსტრატის წარმოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუბსტრატის წარმოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფარმვილი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
აგრო კომპანია "ფარმვილი", რომელიც ახორციელებს ეგზოტიკური სახეობების სოკოების წარმოებას აცხადებს ვაკანსიას სუბსტრატის წარმოების სპეციალისტზე.

მდებარეობა: თბილისი, სამგორი
სამუშაო განაკვეთი: არასრული, თვეში საშუალოდ 15 დღე
განათლება: საშუალო

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის მიღება/დასაწყობება
** ნედლეულის დამუშავება (შეშიდან ნახერხი)
** სუბსტრატის მასის მომზადება
** სუბსტრატის მასის დაფასოება
** წუნდებული ბლოკების დასორტირება
** სხვა დაკავშირებული პროცესები

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
** პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@farmville.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სუბსტრატის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე