Робота для біженців з України
სტაჟიორი ფინანსურ განყოფილებაში - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ფინანსურ განყოფილებაში
მომწოდებელი: რუსთავის ფოლადი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
მსხვილი საწარმო შპს "რუსთავის ფოლადი" აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას ფინანსურ განყოფილებაში.

მდებარეობა: ქ. რუსთავი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) ან ბოლო კურსის სტუდენტი; უპირატესობა - ეკონომიკური, ან ფინანსური განათლება;
** ACCA - ის სტუდენტობა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფი, ოპერატიული;
** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.
** ორგანიზებულობა
** მოტივირებულობა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 18:00 საათამდე
** სტაჟირების პერიოდი - 3-6 თვე
** სტაჟირება არის ანაზღაურებადი. კომპანია სტაჟირების პერიოდში ასევე უზრუნველყოფს თანამშრომლების ყოველდღიურ კვებას და ტრანსპორტირებას თბილისიდან უფასოდ. სტაჟირების შემდგომ ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში - კანდიდატები დასაქმდებიან ფინანსურ განყოფილებაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, მიმდინარე წლის 15 მაისამდე გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე