Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: დომუს ალუმინიუმი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შპს "დომუს ალუმინიუმი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის ქ. N11.

პოზიციის მიმოხილვა:

პროექტის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიაში არსებული პროექტების სრული ციკლის მართვაზე, იდეის განვითარებიდან საბოლოო მიწოდებამდე - პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი. პროექტის მენეჯერი აქტიურად მართავს კლიენტებთან მოლაპარაკებებს, უზრუნველყოფს მათი საჭიროებების ზუსტ იდენტიფიცირებასა და შესრულებას და თანამშრომლობის შენარჩუნებას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვა და განხორციელება: პროექტების სტრატეგიული გეგმების შემუშავება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში; ტექნიკური და ფინანსური მიზნების განსაზღვრა და რისკების ანალიზი.
** ფინანსური და ოპერაციული მართვა: ხარჯებისა მონიტორინგი და ბიუჯეტის ოპტიმიზაცია; რისკების მართვა და რესურსების (ადამიანური და ტექნიკური) ეფექტური განაწილება.
** კლიენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა: უწყვეტი კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება; კონტრაქტების მომზადების და შესრულების კოორდინაცია; კლიენტების საჭიროებების მუდმივი შეფასება და დაკმაყოფილება.
** მიწოდების ჯაჭვის მართვა: კონტრაქტორებისა და პარტნიორების კოორდინაცია; მასალების მიწოდებისა და ლოგისტიკის მართვა ვადების და ხარისხის დაცვით.
** პროექტის მონიტორინგი და ანგარიშგება: პროექტის მიმდინარეობის კონტროლი და რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტთან; პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება.
** მუდმივი გაუმჯობესება: საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა პროექტის მართვის პროცესებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის სფეროში (სასურველია წარმოებაში ან ინდუსტრიულ სექტორში);
** მსხვილ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბიუჯეტირების და ფინანსური მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარები;
** ლიდერის თვისებები და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამშენებლო და ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@domusi.com, არაუგვიანეს 2025 წლის 15 მაისისა.

გთხოვთ, ელფოსტის სახელის ველში მიუთითოთ: "Project Manager / Aluminium 05.2025".

კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს დომუს ჯგუფი, მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან დაკავშირებით და დასაქმების გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია Domus-ის მიერ დამუშავებული საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: career@domusi.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე