Робота для біженців з України
ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება;
** ბიზნეს პროცესების შესწავლის საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება და პროექტების დაგეგმვა;
** მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესსა და IT დეპარტამენტთან;
** ERP სისტემის დანერგვის მხარდაჭერა;
** პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალებების სიღრმისეული ანალიზი;
** პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
** ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან, მათი ინტერესების დაბალანსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია Microsoft Navision/Business central-თან მუშაობის გამოცდილება.
** ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ბიზნეს პროცესების აღქმისა და გაანალიზების უნარი;
** კრიტიკული აზროვნება;
** პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 16 მაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე