დასახელება:
სომელიე
|
მომწოდებელი:
ამბასადორი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 02 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
"თბილისის ამბასადორი" აცხადებს ვაკანსიას სომელიეს პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ღვინის მენიუს შედგენა რესტორნის კონცეფციასთან შესაბამისობით და რეგულარული განახლება;
** ღვინის პროფესიონალური პრეზენტაცია სტუმრის წინაშე ეტიკეტის უმაღლესი სტანდარტების დაცვით;
** რჩევების მიცემა სტუმრებისთვის მათი გემოვნებისა და კერძების მიხედვით;
** მიმდინარე ტენდენციების მონიტორინგი ღვინის ინდუსტრიაში და მათი დანერგვა რესტორნის კონცეფციის შესაბამისად;
** ღვინის ლოჯისტიკა: ინვენტარიზაციის ჩატარება, მარაგების კონტროლი, ღვინოების შეკვეთა;
** ღონისძიებების და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა ღვინის პოპულარიზაციისთვის, რომელიც მათ შორის მოიცავს ღვინის დეგუსტაციას, საუბრებს ღვინოზე, აქციებს და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს;
** ღვინის მარაგების მართვა და ღვინის თაროზე ღვინის შესაბამისი მარაგების განთავსების უზრუნველყოფა;
** მენეჯერთან აქტიური კომუნიკაცია ნებისმიერი სამუშაოს დაგეგმვისას;
** თანამშრომლების ტრენინგის ჩატარების უზრუნველყოფა, დეგუსტაციების ჩატარება.
** ხელმძღვანელობის ისეთი მითითებების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესო განათლება მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით;
** არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატს გააჩნდეს მაღალი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გრძნობა კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიმართ. იყოს პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, კოლეგიალური, კომუნიკაბელური, დეტალებზე და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, მორიგეობის გრაფიკით, კვირაში 5 დღე, 8 საათიანი ცვლბით.
შრომის ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს: hr@ambassadori.com ელ ფოსტაზე, არაუგვიანეს 20 მაისის ჩათვლით. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და მასში მოცემული ინფორმაცია დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 თვის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ ყველა განაცხადი წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|