დასახელება:
კონკურსი მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამაზე
|
მომწოდებელი:
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 02 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აცხადებს საქართველოს რეგიონებში მედიატორის პროფესიის მსურველ პირთა შესარჩევ კონკურსს მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
სასერტიფიკატო პროგრამა (ტრენინგი) მოიცავს 60-საათიან სწავლებას სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მიერ დამტკიცებული მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო მოდულის სავალდებულო მოთხოვნათა შესაბამისად. წარმატებულ კურსდამთავრებულებს უფლება მიეცემათ გაიარონ მედიატორის სერტიფიცირების მომდევნო ორი ეტაპი და მოიპოვონ მედიატორის სტატუსი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს რეგიონში მცხოვრებ ნასამართლობის არმქონე, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს. აღნიშნული კონკურსის მიზანს წარმოადგენს მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 15 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე info@mediators.ge უნდა წარმოადგინონ:
1. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
2. პროფესიული რეზიუმე/CV;
3. დიპლომის ასლი;
4. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდი).
კონკურსის ეტაპები:
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდება ონლაინ.
პროგრამაში მონაწილეობის პირობები:
ონლაინ ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე, შვიდი სრული დღის განმავლობაში. პროგრამის წარმატებით გასავლელად და შემდეგ ეტაპებზე დასაშვებად სავალდებულოა სრული დასწრება.
დოკუმენტაციის გამოგზავნისას ელექტრონული წერილის საგნის ველში (subject line) უნდა მიეთითოს "მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა".
პროგრამაში მონაწილეობის საფასური სრულად ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში.
|
|
|
|