Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოფისელი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 18 მაისი
ონლაინ მაღაზია "ოფისელი" http://www.officell.ge აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** პოტენციური/ახალი მომხმარებლების მოძიება;
** პოტენციურ/ახალ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება/ჩატარება;
** პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა;
** გაყიდვების წარმოება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** და სხვა საქმიანობა, რაც უკავშირდება კორპორაციული მომხმარებლების მოზიდვასა და გაყიდვების ზრდას.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** უმაღლესი ბიზნეს ან ტექნიკური განათლება;
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაბელური;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ახლის შეთვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსია ცხადდება სრულ სამუშაო განაკვეთზე (8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე). სამუშაო ადგილი თბილისი, ნაძალადევის რაიონი. საწყისი ხელფასი 1000 ლარი + მოქნილი საბონუსე სისტემა (საშუალო გამომუშავება 1000 + ლარი).

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 18 მაისისა ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@officell.ge. მიუთითეთ ვაკანსია: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე