დასახელება:
შემოსავლების მომგებიანობის მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
|
გამოქვეყნდა: 02 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 მაისი
|
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: შემოსავლების მომგებიანობის მართვის (PRGM) მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** კონკურენტული ფასების სტრატეგიების შექმნა კატეგორიის/კონკურენტისა და მომხმარებლის მოლოდინების გათვალისწინებით.
** ფასების კვლევის ჩატარება (მარკეტინგული კვლევების დეპარტამენტის მხარდაჭერით).
** ფასების ანალიზისა და შესაძლებლობების ანალიზის მართვა და ფასების შემოთავაზებების გაზიარება.
** დამატებითი შემოსავლის შექმნა არხებზე დაფუძნებული ფასების მართვითა და მონიტორინგით.
** მარკეტინგული გუნდისთვის ფასწარმოქმნის სფეროში კონსულტაციების გაწევა და ინოვაციური კვლევები.
** ფასების სისტემის განსაზღვრა და მისი გამოცხადება.
** "ფასდაკლები/პოპულარიზაციის" კამპანიის სტრატეგიების შექმნა გაყიდვების არხების/ბრენდებისა და SKU-ს საფუძველზე.
** თრეიდ მარკეტინგის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა; არხების მიხედვით ყოველწლიური ფასდაკლების პროგნოზების მომზადება, NET შემოსავლის ბიუჯეტის კოორდინაცია და შესრულება და შეფასების გადახედვა მთელი წლის განმავლობაში.
** ობიექტების, KA-სა და რეგიონის მიხედვით ყველა ფასდაკლებისა და ხარჯვის ბიუჯეტირება და მონიტორინგი.
** ინსტრუმენტების შემუშავება, რომელთა მეშვეობითაც ყველა ფასდაკლების/კამპანიის ხარჯის რეგულარული, გამჭვირვალე და ზუსტი ანგარიშგება იქნება შესაძლებელი.
** გაყიდვების გუნდებისთვის ამ სფეროში KPI-ების შემუშავება. დაინტერესებულ მხარეებთან (მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსები და S&OP) თანამშრომლობა მომგებიანობის მაქსიმიზაციის მიზნით.
** ობიექტებზე დაფუძნებული საინვესტიციო მოდელებისა და სტრატეგიების შექმნისა და დანერგვის ხელმძღვანელობა.
** შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას მოახდენს კომპანიის მომგებიანობაზე და სამოქმედო გეგმების შემუშავება.
** მდგრადი და ბაზარზე ორიენტირებული PRGM (Profitable Revenue Growth Management) კულტურის შექმნა ორგანიზაციის მასშტაბით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ეკონომიკის, ინჟინერიის ან მათემატიკის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** სამუშაო გამოცდილება (8-10 წელი) შემოსავლების მართვის, კომერციული ფინანსების, ფასების ანალიტიკის ან ბიზნეს განვითარების მიმართულებით (სასურველია FMCG სექტორში);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის (ვერბალური და წერილობითი) და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** კომერციული აზროვნება ძლიერი ანალიტიკური უნარებით;
** ლიდერობის და გავლენის მოხდენის უნარები;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: https://www.natakhtari.com
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.
ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 მაისი.
|
|
|
|