Робота для біженців з України
შემოსავლების მომგებიანობის მართვის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოსავლების მომგებიანობის მართვის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 19 მაისი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.

Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: შემოსავლების მომგებიანობის მართვის (PRGM) სუპერვაიზერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ფასების მართვა, როგორც ყოვლისმომცველი პროცესის წარმართვა, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან დაწყებული, რეალური ფასების დადგენის ტექნიკით, მმართველობითი და ტექნოლოგიური განვითარების პროექტებით დამთავრებული.
** კონკურენტული ფასებისა და პორტფელის მიქსის ანალიზის ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური ბიზნეს-მიზნების, ასევე კონკრეტული მომხმარებლისა და ბაზრის მიზნების მიღწევა.
** მოგების გაუმჯობესების შესაძლებლობების ჰიპოთეზების შექმნა, მათი დადასტურება მონაცემებითა და ძირითადი ინფორმაციით შემოსავლების ზრდის პროექტების შესამუშავებლად.
** კონკურენტული ფასების ანალიზის, ფასების პრინციპებისა და რისკების მართვის ტექნიკის გამოყენება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ბიზნეს წინადადებებისა და ფასების სტრატეგიების შესამუშავებლად თითოეული ბრენდისთვის, შეფუთვის არხისთვის და ბაზრის რეგიონისთვის.
** ძირითად შიდა დაინტერესებულ მხარეებთან (მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსები და S&OP) თანამშრომლობა მომგებიანობის მაქსიმიზაციის მიზნით, ფასებისა და მიქსის მიხედვით შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების მეშვეობით.
** პერიოდული ფასების კომიტეტის ჩატარება ბიზნესის ხელმძღვანელებთან და ტაქტიკური ფასების ცვლილების გადაწყვეტილებების დროულად მიღების ხელშეწყობა.
** ორგანიზაციის მასშტაბით მდგრადი და ბაზარზე ორიენტირებული PRGM კულტურის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ეკონომიკის, ინჟინერიის ან მათემატიკის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** სამუშაო გამოცდილება (4 წელი ან მეტი) შემოსავლების მართვის, კომერციული ფინანსების, ფასების ანალიტიკის ან ბიზნეს ** განვითარების მიმართულებით (სასურველია FMCG სექტორში);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის (ვერბალური და წერილობითი) და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** კომერციული აზროვნება ძლიერი ანალიტიკური უნარებით;
** ლიდერობის და გავლენის მოხდენის უნარები;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: https://www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე