Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
გრანდიოზული ფესტივალი- ბაზრობა "ბიბლუსი ჯგუფისგან"! "პეპელა" და პარტნიორი კომპანიები (პეპელა, xstoys, კარტერსი) მრავალფეროვანი პროდუქციითა და წლის უპრეცედენტო ფასდაკლებით გელიან .

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, რომ ერთად შევქმნათ ჯადოსნური ფესტივალი.

"პეპელა" აცხადებს ვაკანსიას, ფესტივალისთვის-ბაზრობისთვის მოლარის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** აუცილებელია 1c პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;

სამუშაო დრო: 16, 17 და 18 მაისი (3 დღე);
ანაზღაურება: დღიური, 50 ლარი;
ადგილმდებარეობა: ისტ პოინტი

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@pepela.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მოლარე ფესტივალი-ბაზრობაზე) წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე