Робота для біженців з України
უფასო ERP აკადემია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფასო ERP აკადემია
მომწოდებელი: SMART Business
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია "SMART business" - უკვე 16 წელია, რაც კონსულტაციას უწევს კლიენტებს და ავითარებს საკუთარ გადაწყვეტილებებს Microsoft-ის Dynamics 365, Microsoft 365, Azure, Power BI პროდუქტებზე დაყრდნობით.

"SMART business" გეპატიჟებათ უფასო ERP აკადემიაზე, რომელიც დაიწყება 2025 წლის 15 მაისს. პრაქტიკული კურსი მოიცავს 7 შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ სისტემაში ძირითადი ფინანსური ოპერაციების შესრულებასა და საერთაშორისო ERP სისტემის ფუნქციონალის შესწავლას. კურსი საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ახალი პროფესიული უნარები.

ძირითადი მოთხოვნები:

** 2 წლამდე გამოცდილება ფინანსებში, ან ბიზნეს ანალიზში, სისტემურ ანალიზში ან პროექტების მართვაში;
** სამუშაო გამოცდილება ERP სისტემებთან;
** კარგი ანალიტიკური და ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარები: ვერბალური და წერითი;
** საჯარო გამოსვლის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონიდან.

ERP აკადემიის დასრულებისას შეძენილი კომპეტენციები:

** პრაქტიკული გამოცდილება Microsoft Dynamics NAV პლატფორმაზე დაფუძნებულ ERP სისტემასთან;
** Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ბიზნეს არქიტექტურის საბაზისო ცოდნა;
** შესყიდვების, გაყიდვების, ფინანსური მოდულების (ანგარიშებთან მუშაობა, ძირითადი საშუალებები, დღგ-ის აღრიცხვა და ა.შ.) კონფიგურაციის პრაქტიკული უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** 7 შეხვედრას ონლაინ ფორმატში, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს;
** პერსონალურ წვდომის უზრუნველყოფას Microsoft Dynamics 365 Business Central ERP სისტემის უახლეს ვებ- ვერსიაზე თითოეული აკადემიის მონაწილისთვის;
** აკადემიის დასრულების შემდეგ პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს SMART business-გან;
** SMART business Georgia-ში დასაქმების შესაძლებლობას, აკადემიის საუკეთესო სტუდენტებისათვის;

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს: https://bit.ly/4lVbX8j

აკადემიაში მონაწილეობა უფასოა და ტარდება Microsoft-ის სერტიფიცირებული პროფესიონალების მიერ.

ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გაეცანით ჩვენს სოციალურ ქსელებს:

https://www.facebook.com/SMARTbusinessGeorgia/
https://www.linkedin.com/showcase/smart-business-georgia/
https://www.instagram.com/smartitge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე