Робота для біженців з України
აუზისა და ფიტნეს დარბაზის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუზისა და ფიტნეს დარბაზის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "კრისტალ ჰოტელ & სპა" მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/

ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს აუზისა და ფიტნეს დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე შემდეგი პირობებით:

** მომსახურების სტანდარტების დაცვა, სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება/კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ორგანიზება და კონტროლი;
** აუზისა და ფიტნესის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ოპერაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
* პროგრამა "ფინაში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.

"ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე