დასახელება:
ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორი - ნახევარი განაკვეთი
|
მომწოდებელი:
მიფასი
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის მასშტაბური პროექტები:
** სამების საკათედრო ტაძარი;
** დინამო არენა;
** სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფი";
** თბილისის ოლიმპიური სასახლე;
** ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
** ქუთაისის ოლიმპიური აუზი;
** გონიოს-აფსაროსის ციხე-ქალატი.
ზევით ჩამოთვლილ, ჩვენს მიერ განხორციელებულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები. კომპანია ექსკლუზიურ დისტრიბუციას უწევს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდეს, როგორებიცაა: MARTIN AUDIO, QSC, ECLER, PROLIGHTS, EQUIPSON, Q-PRO, STUDIO MASTER, GONSIN, IC AUDIO, BESPECO, ITC, CMX, PEARL RIVER, RITMULER, BLUTHNER.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.mifasi.ge/
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
კომპანია "მიფასის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
ჩვენი გუნდი ეძებს ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორს (ნახევარი განაკვეთი)
მოვალეობები:
** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ მყიდველებთან;
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა;
** ყოველდღიური რეპორტის წარმოება ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება.
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა, შრომის მოყვარეობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებული და პუნქტუალური.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი - 700 ლარი;
** ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
გრაფიკი: 10:00-დან 14:00-მდე ან 15:00-დან 19:00-მდე
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam@mifasi.ge-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|