Робота для біженців з України
მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: Georgia Starts Here
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 14 მაისი
"MEMO" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე. MEMO წარმოადგენს კონცეპტუალურ მაღაზიას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ქართული ბრენდების უნიკალურ კოლექციებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ გააცნობს საქართველოს კულტურას არამედ დატოვებს მოგონებებს.

გამოქვეყნების ვადა: 14 მაისამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი

კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო და სავაჭრო პროცესების ეფექტური მართვა
** სამუშაო გრაფიკების შედგენა მენეჯმენტთან ერთად
** პროდუქციის სწორად განთავსება შოურუმში და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა
** პროდუქციაზე საფასო ნიშნების არსებობის კონტროლი
** პროდუქციის მარაგებისა და მიღების პროცესის კონტროლი
** სალარო ოპერაციების მონიტორინგი და კონტროლი
** დაგეგმილი აქციების ორგანიზაციული პროცესების ეფექტური მართვა
** ინვენტარიზაციის პროცესის რეგულარული ორგანიზება და მონიტორინგი
** შესრულებული სამუშაოს და გაყიდვების ანალიზი, ყოველდღიური და
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან კონფლიქტური საკითხების დროული და ეფექტური გადაწყვეტა;
** საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროული მიღება
** დროული და ხარისხიანი შესრულება სამუშაო ფუნქციებისა და დავალებების
** შიდა სტანდარტების, პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
** ორგანიზაციის იმიჯის პოზიტიურად წარმოჩენა
** უშუალო ხელმძღვანელის მაღაზიასთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება საცალო ქსელის ან ფილიალის მართვის ან კონსულტანტის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** მაღაზია მდებარეობს კოტე აფხაზის ქუჩაზე
** სამუშაო საათები 11:00-17:00 ან 17:00-21:00.
** სამუშაო დღეები ყოველდღე თუმცა კონსულტანტებს შორის დარეგულირდება პროცესი
** სახელფასო ფონდი 1200-1500 ლარი სამუშაო საათების მიხედვით,

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე, და მიუთითოთ CV-ში თქვენი სოც მედიის ლინკი (Linkedin, ან facebook ან Instagram)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან იმეილის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@georgiastartshere.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მაღაზიის კონსულტანტი".

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე