Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=631048&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ნატურლენდი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: http://shop.naturland.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან.
** სამიზნე აუდიტორიისათვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა, დასახული გეგმის შესრულება
** კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენცია, პრეზენტაცია)
** CRM სისტემაში ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველი უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან/და მომიჯნავე სფეროში განათლება)
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სასურველია რომელიმე ერთი უცხო ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გარემოს;
** სოციალურ პაკეტს - სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამგზავრო ხარჯები (საწვავის ბარათი/სამგზავრო ბარათი), ფიტპასი.

სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათი-პარასკევი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: info@naturland.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია