Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: "ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი"

სამუშაო არეალი: ჰიბრიდული
სამუშაო განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** მარკეტინგის კამპანიების მართვა არხებზე, როგორიცაა: ინტერნეტი, დამოუკიდებელი ვებ გვერდები, სოციალური მედია, ტელევიზია, მესამე მხარის პლატფორმები, ელექტრონული ფოსტა, ვებინარები. ტრენინგი მარკეტინგის გუნდის თანამშრომლებთან ერთად.
** სოციალური მედიის და ციფრული კამპანიების გაშვება, მონიტორინგი და ანალიზი კომპანიის ბრენდებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ადგილობრივი/გლობალური სტრატეგიის ბიზნეს მიზნებთან (სოციალური რეკლამები, ბანერის კამპანიები)
** ადგილობრივი ვებგვერდების ადმინისტრირება და მართვა (კორპორატიული და პროდუქციის გვერდები)
** კონტენტის შექმნა და მართვა, როგორც ციფრული სტრატეგიის ნაწილი (ტექსტი, ვიდეო, ვებინარები) ბრენდის მენეჯმენტთან და სამედიცინო საკითხების პასუხისმგებელ პირებთან თანხვედრაში.
** მუდმივი კავშირი ადგილობრივი ბრენდის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და გლობალური მარკეტინგის მენეჯმენტთან, რათა უზრუნველყოთ ბრენდის თანმიმდევრულობა
** კოლაბორაცია ადგილობრივ სააგენტოებთან და სიახლეებზე თვალყურის დევნება, პროექტების ბოლომდე მისაყვანად
ROI და KPI მონიტორინგი, ყოველთვიური რაპორტინგის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და უნარები:

** დიპლომი მარკეტინგის, ციფრული მედიის ან შესაბამის სფეროში
** ციფრული მარკეტინგის 1-3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ფარმაცევტულ სფეროში ან FMCG ინდუსტრიაში)
** გამოცდილება საბოლოო მომხმარებელზე გამიზნული ციფრული კამპანიებით
** ანალიტიკური უნარები კამპანიების წარმატებისა და ეფექტურობის შესაფასებლად
** ინგლისური - ზედა შუალედური და მაღალი დონე სავალდებულოა
** ბევრი დავალების მჭიდრო ვადებში შესრულების უნარი
** კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და პროექტების მართვის უნარები.
** მოქნილობა, კრეატიულობა, პროაქტიურობა და ემოციური ინტელექტი.

კომპანია აპლიკანტს სთავაზობს:

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს
** კონკურენტულ ხელფასს
** წლიურ ბონუსს
** სამედიცინო დაზღვევას
** მობილური ხარჯების ანაზღაურებას

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება (2 ეტაპი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურ ენოვანი CV (რეზიუმე) და მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი ელ. ფოსტაზე: Otcrx90@yahoo.com

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი"

საბუთების გამოგზავნა ა.წ. 29 მაისამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე