დასახელება:
სამშენებლო პროექტების ზედამხედველის
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ზედამხედველის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა აქტების წარმოება;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: joinus.georgia@gmail.com 2025 წლის 31 მაისამდე.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სამშენებლო პროექტების ზედამხედველი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|