Робота для біженців з України
ოფისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის თანამშრომელი
მომწოდებელი: სონო კრედიტ
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე, ანაზღაურებადი სტაჟირებით.

ფუნქცია მოვალეობები:

** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება, დოკუმენტების დახარისხება
** საოფისე პროგრამებში მუშაობა
** კომპანიაში შემოსული ზარებისა და მეილების მიღება
** სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი
** ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები შესრულება მოთხოვნის შესაბამისად.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, საქმისადმი პატივისცემა, მონდომებულობა, სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.

წარსადგენი დოკუმენტაცია: CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად [სრულყოფილად შევსებული] გამოაგზავნეთ ელფოსტაზე solocreditcv@gmail.com (თემის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

კომპანია არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომელი.

ვაკანსიაზე განიხილება გამოუცდელი/გამოცდილი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია:

** დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
** კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს;
** დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე;
** დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე