Робота для біженців з України
მინივენის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მინივენის მძღოლი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 08 მაისი
საქართველოს "SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას მინივენის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი:

** ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით 8 საათიდან -7 საათამდე.
** ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

სავალდებულო მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის (მოსმენა და ინფორმაციის გადაცემა) უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0322206748, 10სთ-17 საათამდე, შაბათ -კვირის გარდა.

ჩვენი მისამართია : ნუცუბიძის 4მ/რ ავთო ვარაზის 40

ვაკანსიის განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 8 მაისი.

შერჩევის ეტაპი ჩატარდება შემდეგნაირად:

1. გასაუბრება

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე