Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: რეალ სეიფთი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანია შპს "რეალ სეიფთი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - შაბათი, განაკვეთი სრული
ანაზღაურება: 1500-1800 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რისკების შესწავლა, შეფასებისა და საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** სამშენებლო ობიექტზე რისკის შემცველი უბნების ყოველდღიური მონიტორინგი;
** საგანგებო შემთხვევების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ანგარიშის ჩაბარება;
** ახალ თანამშრომელთა პირველადი ინსტრუქტირება- სწავლება
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პერსონალის ქცევის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია (სრული პროგრამის სერტიფიკატი);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
** MS Office (Word - საშუალოდ; Excel - საშუალოდ);
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info.realsafety@gmail.com (სათაურში მიუთითეთ "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი") რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე