Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=630969&print=yes&view=jobs
 
კონტენტ მეიქერი/კრიეიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მეიქერი/კრიეიტორი
მომწოდებელი: დიბი ლაბს
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კომპანია "დიბი ლაბს"-ი ეძებს თანაგუნდელს კონტენტ მეიქერის/კრიეიტორის პოზიციაზე.

კომპანია "დიბი ლაბს"-ი წარმოადგენს პროფესიონალური, კომერციული და HI-FI აუდიო/ვიდეო/განათების სისტემების აპარატურის შოუ რუმს. შოუ რუმში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია : L-Acoustics, MA Lighting, Monitor Audio, Clay Paky, JBL, Genelec, Sennheiser, Funktion-One, Allen &Heath, Dynaudio, Pioneer, JVC, Bowers & Wilkins და ა.შ.

ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომლისთვისაც განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღნიშნული მიმართულებები და რომელიც სრულფასოვნად განახორციელებს კომპანიის სოციალური, ონლაინ და ვებ რესურსების მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის გვერდების მართვა (პლატფორმები: Facebook, Instagram, TikTok და სხვა)
** არსებული პროდუქტებისა და სფეროში მიმდინარე ტენდენციების მუდმივი კვლევა (Research)
** კონტენტის იდეების დაგეგმვა, სრული პოსტის შექმნა და და პოსტირება.
** ღონისძიებებზე დასწრება და Story/Reel ფორმატისთვის ვიდეო/სურათების აღება
** ტელეფონით მოკლე ვიდეოების გადაღება პროდუქტების მიმოხილვისა და რეკომენდაციის მიზნით (პერიოდულად ვიდეოში გამოჩენა აუცილებელია)
** ვიდეო კონტენტის მონტაჟი (CapCut ან მსგავსი მარტივი პროგრამების გამოყენებით)

ძირითადი მოთხოვნები:

გრაფიკულ-დიზაინერული კომპიუტერული პროგრამების მინიმუმ საშუალო დონეზე ფლობა და გამოყენების გამოცდილება: Adobe Photoshop ან Adobe Illustrator.

თუ გსურთ იმუშაოთ მეგობრულ გარემოში, ჩართული იყოთ უამრავ საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პროექტის განხორციელებაში. თუ მომართული ხართ განვითარებაზე, ინოვაციებზე და სიძნელეების დაძლევაზე, მაშინ გელოდებით!

სამუშაო განაკვეთი სრული.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
** სამუშაო გამოცდილება 2 წელი.
** დაზღვევა, ტელეფონის ნომერი და სხვა კორპორატიული სიკეთეები ადგილზეა.

ანაზღაურება 2500 ლარი.

გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე sales@dblabs.ge 2025 წლის 9 მაისამდე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია