დასახელება:
ლოგისტიკის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ენგადი
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** სასაწყობე ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების 1C სისტემაში რეგისტრაცია და პროგრამული ოპერაციების მონიტორინგი;
** საქონლის შესყიდვის დოკუმენტების რეგისტრირება 1C სისტემაში;
** საწყობიდან კლიენტებთან საქონლის გადაადგილების რეგისტრაცია; სისტემაში და შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესაბამისი ზედნადების ატვირთვა და პროცესის სრული ციკლის დასრულება;
** კლიენტებისგან საწყობში დასაბრუნებელი პროდუქციის პროგრამული დამუშავება, შემდგომი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება 1C სისტემაში;
** ანგარიშფაქტურების გაგზავნა შესაბამისი პირებისთვის;
** სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული სასაქონლო ნაშთის მონიტორინგი;
** საწყობიდან რეალიზაციის შემთხვევაში შეკვეთისა და გაყიდვის სრული ციკლის რეგისტრირება სისტემაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/საშუალო განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|