დასახელება:
ავტო სესხების რისკების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
** ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
** ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
** მომხმარებლის საკრედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
** სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
** ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
** ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
** ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტომობილების კომპლექტაციებისა და ფასის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები: დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქს. + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა);
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ავტო-სესხების რისკების კოორდინატორი".
|
|
|
|