დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
Planet Fibers
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია "Planet Fibers", მუშაობის 4 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - საწყობის თანამშრომელი.
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვახორციელებთ მიზანმიმართულ ქმედებებს გაფართოების მიზნით საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებით 15 ქვეყანაში და ცენტრალური საწყობების გახსნით ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
აპარატურულ გადაწყვეტილებებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ პროგრამული გადაწყვეტილებების სრულყოფაზეც, როგორიც არის Caiman NMS (წარმოადგენს როგორც Smart გადაწყვეტილებების მართვის მოდულს, ასევე ოპტიკური ინფრასტრუქტურის "last Mile" ში ინტეგრაციის პროცესის ოპტიმიზაციის ფუნქციონალს) ეს პროგრამა არის ექსკლუზიური და მზა პროდუქტი, რომელსაც იყენებს Team Telecom, სომხეთში წამყვანი სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია.
პოზიციის მოთხოვნები:
** შემომავალი და გამავალი საქონლის ზუსტი აღრიცხვა.
** საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა საწყობში.
** საწყობში ნივთების სათანადო ორგანიზებისა და მოწყობის უზრუნველყოფა, ასევე მარაგის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი.
** პერიოდული მარაგების შემოწმების ჩატარება (ყოველთვიურად).
საჭირო კვალიფიკაცია:
** გამოთვლების შესრულების უნარი.
** ფიზიკურად ამტანი
** სამუშაო გამოცდილება სასურველია.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
** Excel-ის ცოდნა.
პირობები:
** ფიქსირებული ხელფასი: თვეში 1500 ლარიდან, დამოკიდებულია გამოცდილებაზე
** სამედიცინო დაზღვევა
** ტრენინგები
** პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში;
Planet Fiber გთავაზობთ კონკურენტულ ხელფასებს და ფართო კარიერულ შესაძლებლობებს, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში.
დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე cv@planetfibers.com და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "warehouse worker". საჭიროა CV იყოს ინგლისურ, ან რუსულ ენაზე.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|