Робота для біженців з України
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მისო ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
თანდართული ფაილი: 109079-leadercr-appform.zip
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება - მოზიდვა;
** დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** დაკავებული პოზიციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** შედეგზე ორიენტირებულს;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებით;
** სწრაფსა და ორგანიზებულს;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 მაისი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

თუ თვლით, რომ გაყიდვები კარგად გამოგდით - მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) შესაბამისი პოზიციის დასახელებით.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე