Робота для біженців з України
დაცვა - სტეფანწმინდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვა
მომწოდებელი: პორტა კავკასია
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სასტუმრო "პორტა კავკასია ყაზბეგი" მდებარეობს ყაზბეგში, გუდაურიდან 24, 1 კმ-ში. სასტუმროს აქვს ტერასა მთების შესანიშნავი ხედები. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საუნა, საკონფერენციო დარბაზი, ღვინის მაღაზია "მეღვინეობა ხარება"

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თერგდალეულების ქ. N2; სტეფანწმინდა, ყაზბეგი.
სამუშაო დრო: ცვლის განრიგი (სამ დღეში ერთხელ)
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება;
** დაიცვას კომპანიის კუთვნილი ობიექტების უსაფრთხოება;
** აკონტროლოს შემოსვა-გასვლები, როგორც სტუმრების ასევე თანამშრომლების.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@portacaucasia.com და vacancy@winerykhareba.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დაცვა".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე