დასახელება:
სერვისის მრჩეველი - პორშე ცენტრი თბილისი
|
მომწოდებელი:
თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" პორშე ცენტრი თბილისის სახელით აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ცენტრში შემოსული მომხმარებლების მიღება სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამუშაოების პროგრესის შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება;
** სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება
** შესაბამის პროგრამებში მუშაობა (SAP);
** მონაცემთა ბაზების მართვა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: სერვისის მრჩეველი-პორშე ცენტრი თბილისი - TEGETA CARS
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინა სახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|