Робота для біженців з України
ინჟინერ-ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Yandex სკუტერები
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"Yandex სკუტერების" გუნდი აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის #15

კომპანიის შესახებ:

"Yandex სკუტერები" არის ელექტრო სკუტერების მოკლევადიანი გაქირავების თანამედროვე სერვისი, რომელიც წარმოადგენს პოპულარულ და მოთხოვნად საზაფხულო ტრანსპორტს სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის და ვიზიტორებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრო სკუტერების შეკეთება და მოვლა
** სერვის ცენტრში ელექტრო სკუტერების გეგმური და არაგეგმური მოვლა-პატრონობა
** ბეჭდური მიკროსქემის დაფების, სქემების, დისპლეების, ბორტ კომპიუტერების, კონტროლერების, ბატარეის შეკეთება, ბორბლების ძრავების დიაგნოსტიკა და შეკეთება
** ელექტრონული კომპონენტების შედუღება

მოთხოვნები:

** ელექტრონული დაფებისა და კომპონენტების სტრუქტურისა და მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა
** ელექტრონიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთების გამოცდილება (SMD კომპონენტების შედუღება, მულტიმეტრის და სხვა ხელსაწყოების საიმედო გამოყენება)
** სასურველია Li-ion ბატარეებთან მუშაობის გამოცდილება (Li-ion 18650) და კონტაქტური შედუღების უნარები
** რუსული ენის ცოდნა

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 6/1, 09:00-დან 18:00 საათამდე
** ტრანსფერის, კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე.
** სრული მხარდაჭერა მუშაობის ყველა ეტაპზე მენეჯერებისა და გამოცდილი კოლეგებისგან.
** ანაზღაურება: 2000 ₾, ხელფასების სტაბილური გადახდა თვეში ორჯერ შეფერხების გარეშე.

გსურს სტაბილური სამსახური მზარდ კომპანიაში?

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.anellya@yandex.com და გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე