დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
სვით სენთერ
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
"სვით სენთერ" ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანია 20 წელია, რეალიზაციას უწევს საკონდიტრო მასალებს, მცენარეულ ცხიმებს და სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.
"სვით სენთერ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ ანაზღაურებას და მეგობრულ გარემოს.
** მდებარეობა: თბილისი
** ანაზღაურება: 1500 ლარი (მომატების პერსპექტივით)
მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება ;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები და სხვა);
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** ბრუნვითი უწყისის სიღრმისეული ანალიზი და ანგარიშებზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.
მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
** ბუღალტრულ პროგრამაში (უპირატესობა მიენიჭება Superfin-ს) მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახული და პუნქტუალური;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: rusa_chaduneli@yahoo.com
|
|
|
|