Робота для біженців з України
დიასახლისი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: საქართველოს ცემენტის კომპანია
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე

ვაკანსიის მდებარეობა: ქ. ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი ან კვირა მონაცვლეობით) - 09:00-15:30 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა;
** ყოველდღიურად ოთახებში მტვრის აღება ზედაპირებიდან. (მაგიდები, კომპიუტერები, და სხვა ინვენტარი)
** იატაკებისა და პლინტუსების დამუშავება სველი წესით;
** სველი წერტილების დასუფთავება და დეზინფექცია;
** ნარჩენების მოგროვება და გადაყრა;
** სამზარეულოს მოწესრიგება, ჭურჭლის დარეცხვა;
** თვეში ორჯერ ფანჯრების დასუფთავება სველი წესით;
** სამეურნეო მარაგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** სისუფთავის და წესრიგის მაღალი სტანდარტი;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული.
** პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობა.
** კეთილსინდისიერება.

კომპანია უზრუნველყოფს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომფორტული სამუშაო გარემო

კანდიდატების შერჩევა მოხდება: სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge 30 მაისის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: დიასახლისი

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე