დასახელება:
ელექტრო-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ელექტრო-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გარდაბანი
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი (24 საათიანი ცვლა, 3 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1200
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე არსებული ელექტრო დანადგარების და ტუმბოების ყოველდღიური ტექნიკური ინსპექტირება; ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ელექტრო მოწყობილობებზე პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;
** ელექტრო დანადგარების დაზიანების იდენტიფიკაცია და შეკეთება;
** სარელეო დაცვის მოწყობილობების სამუშაო პროცესში დარღვევების იდენტიფიცირება;
** შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა;
** კომპანიის შინაგანაწესით, დებულებით, ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულებითა და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობების შესრულება და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი/პროფესიული განათლება ენერგეტიკის ან ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ენერგეტიკის მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
** ქსელის მოწყობის, ტექნიკური ექსპლუატაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და სარეამინაციო წესების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2025 წლის 20 მაისისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|