დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
New Vision Insurance
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურში, ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
** სტრუქტურული ერთეული: საინფორმაციო სამსახური
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი (საინფორმაციო სამსახურის ყოველთვიური გრაფიკი თითოეულ თანამშრომელთან თანხმდება წინასწარ)
** ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი 800-1000 (NET) ლარი (შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად);
"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!
ფუნქცია-მოვალეობები:
** საინფორმაციო სამსახურში შემოსული ზარებისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება;
** დაზღვეულებისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით, "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" სამსახურებსა და პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა/კომუნიკაცია;
** შემომავალი ზარების მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, ჩავარდნილი ზარების იდენტიფიცირება და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** შემოსული ზარების შედეგად მოწოდებული ინფორმაციისათვის სათანადო მსვლელობის მიცემა, ოფიციალური ელ-ფოსტის, სამსახურებრივი პორტალის და/ან შიდა პროგრამის საშუალებით;
** საჭიროების შემთხვევაში, სოციალური ქსელების საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე უკუკავშირის დაბრუნება და/ან შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
** საინფორმაციო სამსახურის საშუალებით, მომხმარებელთა პრეტენზიების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
** საინფორმაციო სამსახურის ოფიციალური ელ-ფოსტის მუდმივი კონტროლი და შესაბამისი უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** "ნიუ ვიჟენ დაზღვევაში" არსებული სამუშაო პრინციპების/გაიდლაინების მუდმივი მონიტორინგი და მომსახურების გაწევისას, აღნიშნული პრინციპების გათვალისწინება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, სტომატოლოგიის და სხვა მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით;
Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
სასურველი:
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სადაზღვევო სფეროში ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპეტენციები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ, ფორსმაჟორულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე);
** კორპორატიულ სარგებელს (benefits) (კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება);
** კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს;
** კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Vacancy@nvi.ge და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
რეკრუტირების პროცესი წარიმართება სამ ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** საჭიროების შემთხვევაში, დავალების შესრულება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge
გისურვებთ წარმატებას!
სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@nvi.ge; ტელეფონის ნომერი: 0322 501 501. შემდგომში - "დამსაქმებელი"/"კომპანია"/"დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი") მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (https://www.nvi.ge/) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი "დამსაქმებელს" ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ:
დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, "კომპანია" თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანადგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა.
გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: 599393322; ელ.ფოსტა: emchedlishvili@newvision.ge).
|
|
|
|