Робота для біженців з України
HR ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ძირითადი მოვალეობები:

შერჩევის პროცესის მხარდაჭერა

** ვაკანსიების განთავსება;
** კანდიდატების რეზიუმეების მიღება, დახარისხება და პირველადი ანალიზი;
** გასაუბრებების დაგეგმვა და კოორდინაცია მენეჯერებთან;
** კანდიდატებთან კომუნიკაცია.

ყოველდღიური HR პროცესების მხარდაჭერა

** HR დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
** შიდა კომუნიკაციების მართვის მხარდაჭერა;
** შიდა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ტრენინგების დაგეგმვაში და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა შეკითხვებზე ეფექტური რეაგირება;
** თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებზე;
** HR ბიუჯეტის მონიტორინგში მხარდაჭერა.

პირადი საქმეების ადმინისტრირება

** თანამშრომელთა პირადი საქმისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა;
** პირადი საქმეების წარმოება და განახლება.

ხელშეკრულებების და ბრძანებების მომზადება

** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და განახლება;
** თანამშრომლებისათვის ხელშეკრულების გაცნობა, პირობების ახსნა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთან დაკავშირებული ცვლილებების ხელმოწერების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის შენახვა;
** თანამშრომლებისთვის შრომის შინაგანაწესის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებისათვის ცნობების (ხელფასის; სამსახურის შესახებ) მომზადება;

HR სოფტში მუშაობა

** თანამშრომელთა მონაცემების შეყვანა და განახლება HR სისტემაში;
** ანგარიშების გენერირება და მონაცემთა ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან მენეჯმენტის დარგში; შესაძლოა კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 Level).

სამუშაო გამოცდილება: სასურველია ადამიანური რესურსების მიმართულებით სტაჟირება/პრაქტიკა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და აღმოფხვრის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/33PXbTTb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე