დასახელება:
საცალო სესხების რისკ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სილქ ბანკი
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!
სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საკრედიტო რისკების დეპარტამენტში, საცალო სესხების რისკ მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (კვირის განმავლობაში დასვენების დღეები არასტანდარტულად, შაბათს ან კვირას მორიგეობით)
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
** სასესხო განაცხადების განხილვა და საკუთარ ლიმიტში გადაწყვეტილებების მიღება.
** პროექტებზე დასკვნების მომზადება და კომიტეტისთვის წარდგენა
** საჭიროების შემთხვევებში საკრედიტო კომიტეტებში მონაწილეობის მიღება
** მონაწილეობა სესხების მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგში
** პორტფელის ანალიზი და სქორინგში ცვლილებების შეტანაში მონაწილეობის მიღება
** პოზიციიდან გამომდინარე სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში,
** უპირატესობა მიენიჭება საკრედიტო რისკების მიმართულებით გამოცდილებას.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
ანაზღაურება:
** განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით,
** ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge.
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 მაისი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|