დასახელება:
მუშა
|
მომწოდებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური რესურსების სამსახურის სამეურნეო - ადმინისტრირების დეპარტამენტში - მუშის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეასრულოს დამსაქმებლის დავალება შესაბამის ვადებში;
** სამუშაოს შესრულების პროცესში გაითვალისწინოს დამსაქმებლის ყველა შენიშვნა;
** პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო;
** უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსიდან ინვენტარის და მასალების გადატანა;
** ხელმძღვანელი პირების მითითების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)
** მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 08 მაისის ჩათვლით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577553321
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მუშა სამეურნეო - ადმინისტრირების დეპარტამენტში;
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|