დასახელება:
სახანძრო უსაფრთხოების პროექტების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დეტექტი
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500-3000 ლ გასაუბრებიდან გამომდინარე +ბონუსი შესრულებული საქმის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** სახანძრო უსაფრთხოების პროექტების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, კოორდინაცია, შესრულება და მონიტორინგი.
** დამკვეთებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია პროექტის მოთხოვნებისა და მოლოდინების დასაზუსტებლად.
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაციის, სპრინკლერის, ჰიდრანტების, ევაკუაციის სისტემების და სხვა უსაფრთხოების სისტემების ინტეგრაცია და ზედამხედველობა)
** პროექტის ბიუჯეტის შედგენა და პროცესის კონტროლი.
** ტექნიკური პერსონალის კოორდინაცია და სამუშაო გეგმის შედგენა.
** სახელმწიფო რეგულაციების (დადგენილება N41) და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების (NFPA) შესაბამისობის კონტროლი.
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** საინჟინრო ან უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი განათლება.
** სამშენებლო/საინჟინრო პროექტების მართვის გამოცდილება, (სასურველია სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით)
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის, ანალიზისა და მომზადების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დროის მართვის და გუნდთან ეფექტური ურთიერთობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სახანძრო უსაფრთხოების პროექტების მართვის მენეჯერი".
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.
|
|
|
|