Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=630615&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** ანაზღაურება: 1150 ლარი (Net);
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

მოვალეობები:

** უზრუნველყოს სასტუმრო ოთახებისა და საზოგადოებრივი სივრცის დალაგება-დასუფთავება;
** საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენება;
** აღჭურვილობისა და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტურობაა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დიასახლისი"

ან დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე: 595977967

გისურვებთ წარმატებას!.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია