დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
NQ Hospitality Management Group
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
"NQ Hospitality Management Group" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
"NQ Hospitality Management Group" ახორციელებს სასტუმროების, რესტორნების და სხვა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტების მენეჯმენტს.
სამუშაო ადგილი: მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი 14, კაფე "ფლორა"
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების გულთბილი მიღება და გამასპინძლება
** მენიუს დეტალურად გაცნობა და შეკვეთების მიღება
** საკვების და სასმელების მოწესრიგებულად მიტანა მაგიდებთან
** სტუმრებისთვის რეკომენდაციების გაწევა მენიუს მიხედვით
** სისუფთავის დაცვა სამუშაო სივრცეში
** შეკვეთების სწორად გატარება სისტემაში და ანგარიშის წარდგენა
** სტუმრების უკუკავშირის მიღება და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა
მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი დატვირთულ გარემოში
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|