Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=630538&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: სითიზენი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"Cityzen Central Park" თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

"სითიზენის" გუნდში არქიტექტორს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება;
** არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება/საინჟინრო პროექტებთან შესაბამისობაში მოყვანა და შედარება;
** მუშა ნახაზების მომზადება;
** მასალათა უწყისის მომზადება/დათვლა;
** სამშენებლო მოედანზე საინჟინრო გუნდთან კომუნიკაცია (ნახაზების გადაცემა და კონტროლი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა: AutoCAD/Revit/ArchiCad
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს და დაამუშაოს წარმოდგენილი ინფორმაცია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა და წაშლა.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია