დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ედვინგსი
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
სარეკლამო კომპანია "ADWINGS"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. #13 ნ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარიდან 2500 ლარამდე (გამოცდილებიდან გამომდინარე) + პროცენტული გამომუშავება.
ფუნქცია- მოვალეობები:
** ახალი შემკვეთების მოძიება, შეხვედრის ჩანიშვნა და პროდუქციის გაცნობა პრეზენტაციის სახით.
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.
** მიღებული შეკვეთების და პროექტების ანალიზი და სრული კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში)
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
** უცხო ენები: რუსული, ინგლისური - (აუცილებელია მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა)
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
სასურველია:
** პრიორიტეტი მიენიჭება უმაღლეს განათლებას მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** პრიორიტეტი მიენიჭება გამოცდილების ქონას აღნიშნულ სფეროში.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მაღალი პროფესიონალიზმი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** დატვირთულ რეჟიმში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, დროისა და რესურსების ეფექტური მენეჯმენტი
** კომუნიკაბელური და პოზიტიური
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გამართულად მეტყველება
გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@adwings.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი" - წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|