დასახელება:
ლაზეროთერაპევტი
|
მომწოდებელი:
კლინიკა მედი
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.
მდებარეობა - ბათუმი;
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3-4 სამუშაო დღე;
სამუშაო გამოცდილება: ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს.
ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში.
ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:
** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
** ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
** კარიერული ზრდა
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ: სამედიცინო განათლება (ბაკალავრიატის დიპლომი მისაღებია)
მოვალეობები:
** პაციენტის კონსულტაცია.
** სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
1. კორპორატიულ ფორმას;
2. მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
ნათესავებისთვის;
3. ჯანმრთელობის დაზღვევას;
4. საჩუქრებს დაბადების დღეზე;
5. მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5 ჯერ.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2025 წლის 29 მაისამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|