Робота для біженців з України
წარმოების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად მოახდინოს წარმოებაში მიღებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის და მიღების საწყობების მიხედვით;
** შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს სავაჭრო დარბაზიდან უკან დაბრუნებების და საკვებად უვარგისი მზა პროდუქციის/ ნედლეულის ჩამოწერის პროცესების პროგრამული ასახვა;
** შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კერძოდ ზედნადებების ატვირთვა, კორექტირება, ზუსტი ინფორმაციის შეტანა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hr@agrohub.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07.

** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
** შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე