Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=630346&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გაბილდი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
კარების უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია "გაბილდი" 2018 წლიდან ახორციელებს ბინაში შესასვლელი, ოთახშორისი და ცეცხლგამძლე კარების რეალიზაციას. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 3 შოურუმს შემდეგ ლოკაციებზე: ა. წერეთლის 115ა, ვ.ბაგრატიონის 5, აღმაშენებლის 66ბ. ბათუმის მასშტაბით 1 შოურუმი შემდეგ ლოკაციაზე: ა. პუშკინის #37

"გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და შედეგების ანალიზის მიხედვით მარკეტინგული გეგმის განხორციელება/კორექტირება
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების შესაბამისი გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა
** წლიური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და რეპორტინგი
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** შოურუმის ვიზიტორების ტრაფიკისა და კონვერსიის ზრდის სტრატეგიის მომზადება და განხორციელება
** შოურუმის ვიზიტორების ყოველდღიური მონიტორინგის მიღება მენეჯერებისგან
** კომპანიის სარეკლამო/საიმიჯო საშუალებების შექმნის ორგანიზება
** კონტაქტის წერტილების გაუმჯობესება
** სოციალური მედია მარკეტინგის მონიტორინგი სოციალურ ქსელებში კვლევა, ანალიზი, დაგეგმარება, ანალიზისა და უკუკავშირის შედეგად ახალი სტრატეგიების შემუშავება
** ინტერნეტ სივრცის შესაბამისი ინფორმაციების ძიება, მასმედიის, რადიო გამომცემლობებში შესაძლო შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, კვლევა და ანალიზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
** მარკეტინგული ღონისძიებების/კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ორგანიზება და მონიტორინგი;
** ბრენდის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან მარკეტინგის მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
** აუცილებელია SMM-ის პრინციპების ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა

ანაზღაურება: 3000-დან მზარდი, გამოცდილების, კვალიფიკაციის და მიღებული შედეგების მიხედვით
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (ერთ საათი შესვენება)

განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნები თქვენთვის მისაღებია, თუ მოგწონთ ახალი გამოწვევების მიღება - გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@gabuild.ge (http://www.gabuild.ge/) და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. CV, რომელიც ქართულ ენაზე არ იქნება გამოგზავნილი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია