დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი წყლის ფილტრაციის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს წყლის ფილტრაციის მიმართულებით!
"Blue Waters" ბაზარზე წარმოდგენილია წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს.
"Blue Waters" ასევე მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 3000 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაოს აღწერა:
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები")
** მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება
** ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა
** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
მოთხოვნები:
** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
სამუშაო განრიგი:
** 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/TelephoneSales3/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|