Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი, გაყიდვების მენეჯერი - თბილისი, ბათუმი, კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი, გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Keepz
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
კომპანია Keepz https://app.keepz.me/ რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული გადახდის არხებს როგორც QR ტერმინალს, რომელიც ტრადიციული ტერმინალის ალტერნატიული გზაა, ასევე დისტანციურ და ონლაინ გადახდებს. Keepz ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციები 100%-ით დაცულია.

ნახევარ განაკვეთზე წარმატებულ და ინოვაციურ გუნდში მუშაობა სტუდენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღის განმავლობაში რამდენიმე საათი თავისუფალი აქვს, წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას როგორც პროფესიული, ისე პირადი განვითარებისთვის თანხის გამომუშავების პარალელურად!

სახელწოდება: გაყიდვების სპეციალისტი, გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი, კახეთი
დამსაქმებელი: Keepz (https://app.keepz.me/)
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (4საათი დღეში, შაბათ-კვირა დასვენება)
ანაზღაურება: 1-ლი გამოსაცდელი თვე ბონუსი, შემდეგ ფიქსირებული+ბონუსი (1500GEL) (იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილება გაქვთ ბიზნეს სესხების დაკრედიტებაში ან ჰორეკა სექტორში, სამუშაო პირობები და ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად)

ძირითადი მოვალეობები:

** მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელთათვის (მაღაზიები, კაფეები, თონეები, ყვავილები, სილამაზის სალონები და ა.შ) QR გადახდების ტერმინალის პროდუქტის გაცნობა და შეთავაზება ადგილზე მისვლით წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე;
** არსებულ და ახალ მერჩანტებთან (კლიენტებთან) კომუნიკაცია ადგილზე მისვლის გზით და მათთვის QR ტერმინალის გამოყენების უპირატესობების ახსნა,
** QR ტერმინალით გადახდების ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების გეგმის (QR ტერმინალით გადახდების ბრუნვის) შესრულება;

მოთხოვნები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: natia@keepz.me და სათაურის ველში მიუთითეთ ლოკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე