დასახელება:
კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კნაუფ გიპს თბილისი
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
სამშენებლო პროდუქციის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი გერმანული კომპანია "კნაუფი", აცხადებს კლიენტთა მომსახურების ოპერატორის ვაკანსიას შემდეგი პირობებით:
პოზიცია გულისხმობს საქონლის რეალიზაციის დროს მისი გაფორმების ციკლის ასახვასა და მართვას
მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება, დამუშავება.
** შეკვეთის ასახვა პროგრამაში.
** სასაქონლო ზედნადების გამოწერა და ატვირთვა საგადასახადო პორტალ RS.ge-ზე.
** საჭიროების შემთხვევაში საწყობის უფროსის შეცვლა და მისი მოვალეობების შესრულება.
უნარები:
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია SAP-ის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა
** სიახლეებისთვის მზაობა
** დისციპლინა
ჩვენთან დაგხვდებათ:
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი,
** კონკურენტული ანაზღაურება
** დამატებითი ბენეფიტები (მათ შორის დაზღვევა, კვება, ტელეფონზე სასაუბრო ლიმიტი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 9.00-18.00; ლოკაცია - თბილისი, სამგორის რ.ნი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე ატვირთოთ შემდეგ მისამართზე: Customer Service Specialist - Knauf Gypsum EAST Southeast
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31.05.2025
|
|
|
|